კანადის პროვინცია ალბერტაში კვლავ ძლიერ ხანძარს ებრძვიან.
„CNN"-ის ცნობით, ცეცხლი თანდათან უფრო მეტ ტერიტორიაზე ვრცელდება. მშრალი და ქარიანი ამინდი კი მეხანძრეებს ცეცხლის ლოკალიზების საშუალებას არ აძლევს. საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელთა თქმით, დიდი შანსია, რომ ხანძრის მასშტაბი გაიზარდოს. თუმცა, სინოპტოკოსები ამბობენ, რომ მოსალოდნელია წვიმა, რაც შესაძლოა, მეხანძრეებს ცეცხლის ლოკალიზებაში დაეხმაროს. სამაშველო სამუშაოებში 1000-ზე მეტი მეხანძრე, 150 ვერტმფრენი და 295 მძიმე ტექნიკაა ჩართული.
ალბერტას პროვინციაში ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ევაკუირებულების დასახმარებლად ადგილობრივი მთავრობა 77 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს.