logo_geo
eng_logo
ზაზა სარალიძე: დარწმუნებული ვარ, შინაგან საქმეთა სამინისტრო გადადგამს რადიკალურ ნაბიჯებს!
- +

4 ივლისი. 2018. 01:03

 

 

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამამ ზაზა სარალიძემ ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში განაცხადა, რომ ამ კვირის ბოლომდე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად რადიკალური ნაბიჯები პროკურატურამაც უნდა გადადგას.

 

„კონკრეტულად მიხეილ კალანდიაზე არ გავამახვილებ ყურადღებას, რადგან მარტო მასზე არ გვქონია საუბარი. აქ არის ლაპარაკი რადიკალურ ნაბიჯებზე. ამ კვირის ბოლომდე რადიკალური ნაბიჯები უნდა გადაიდგეს არამხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, არამედ პროკურატურისგანაც. დარწმუნებული ვარ, რომ გადადგამენ რადიკალურ ნაბიჯებს!". - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner