ინგლისმა თერთმეტმეტრიანების სერიაში კოლუმბია დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა. მატჩს მოსკოვმა და „ოტკრიტიე არენამ“ უმასპინძლა.
ინგლისის საფეხბურთო ნაკრები მეოთხედფინალში შვედეთს შეხვდება.
მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმში კოლუმბიელები, მეორეში კი ინგლისი აქტიურობდა საქმე მაინც პენალტებამდე მივიდა.
კოლუმბია - ინგლისი 1:1 (3:4)
გოლები: 0:1 კეინი (58, პენ), მინა (90+3)
ნახევარფინალში ასევე გასულია შვედეთის, ურუგვაის, საფრანგეთის, ბრაზილიის, ბელგიის, რუსეთისა და ხორვატიის ნაკრებები.
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატმა რუსეთში სტარტი 14 ივნისს აიღო და 15 ივლისამდე გასტანს.