logo_geo
eng_logo
ბოლო 14 წელში თურქეთში ინფლაციის მაჩვენებელმა პიკს მიაღწია
- +

4 ივლისი. 2018. 02:06

 

 

 

ბოლო 14 წელში თურქეთში ინფლაციის მაჩვენებელმა პიკს მიაღწია, რასაც ლირას ვარდნა მოჰყვა. ამის შესახებ CNBC წერს.

 

ანალიტიკოსების ვარაუდით, თურქეთის ეროვნული ბანკი იძულებული გახდება, რომ მიმდინარე თვეში მთავარი საპროცენტო განაკვეთი გაზარდოს.

 

ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით თურქეთში ინფლაციის დონე ივნისში 15.39%-ი დაფიქსირდა, რაც 2004 წლის შემდეგ ყველზე მაღალი მაჩვენებელია.

 

შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე დოლარის ღირებულება 4.6973-დან 4.6215 ლირამდე ჩამოვიდა.

 

გამოცემის ინფორმაციით, მიმდინარე წლის აპრილის შემდეგ თურქეთმა 18%-იანი ვარდნის შესაჩერებლად მთავარი საპროცენტო განაკვეთი 500 საბაზისო პუნქტით გაზარდა.

 

24 ივლისს თურქეთში მონეტარული პოლიტიკის კომიტეტების მორიგი სხდომაა ჩანიშნული.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner