აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენლებს ქვეყნის საარჩევნო კამპანიისადმი სერიოზული დამოკიდებულებისკენ მოუწოდა.
„ეს გართობა არ არის, ეს არ არის რეალითი-შოუ. ეს არის აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნები", - განაცხადა ობამამ.
მისი განცხადებით, ბიზნესმენ დონალ ტრამპის პოპულარობა დაკავშირებულია სწორედ მედიის არასაკმარისად სერიოზულ დამოკიდებულებასთან.
„მედია აქცენტს სხვადასხვა სკანდალურ განცხადებაზე აკეთებს და არჩევნების პროცესს შოუდ აქცევს. მე შეშფოთებული ვარ იმ დონით, თუ რამდენად არის გაშუქებისას გამახვილებული ყურადღება წარმოდგენასა და ცირკზე. ამერიკელ ხალხს შეუძლია სწორად განსჯა, თუმცა ამისათვის მას ინფორმირება სჭირდება. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კანდიდატების წინასაარჩევნო დაპირებებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ბიუჯეტი, ეკონომიკა, საგარეო პოლიტიკა. თუკი ისინი საერთაშორისო საკითხთან დაკავშირებით ისეთ პოზიციას დაიკავებენ, რომელმაც შესაძლოა ,ომის საფრთხე შექმნას ან სხვა ქვეყნებთან ჩვენი ურთიერთობები კრიტიკულად შეცვალოს, ან დაარღვიოს ჩვენი ფინანსური სისტემა, ეს უნდა გაშუქდეს", - განაცხადა ბარაქ ობამა.