logo_geo
eng_logo
თბილისის აეროპორტში მხუთავი აირით რამდენიმე ადამიანი მოიწამლა
- +

4 ივლისი. 2018. 21:15

 

 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის წინ მხუთავი აირით რამდენიმე ადამიანი მოიწამლა. ამ ინფორმაციას „ნეტგაზეთს” აეროპორტში უდასტურებენ, თუმცა მომხდარის შესახებ სხვა დეტალებზე არ საუბრობენ. ისინი აცხადებენ, რომ აეროპორტი შეფერხების გარეშე მუშაობს.

 

ინფორმაცია აეროპორტში ადამიანების მოწამვლის შესახებ თავდაპირველად Droni.ge-მ გაავრცელა. გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დიმიტრი ბ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

 

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დიმიტრი ბ-მ 2018 წლის 2 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაფრენის დარბაზში მდებარე ერთ-ერთი ავიაკომპანიის სალაროს ოფისში ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერების შემცველი სითხე დააქცია.

 

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი“, - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner