logo_geo
eng_logo
ღვინის ექსპორტი იანვარ-აპრილში გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს 45%-ით აღემატება
- +

7 მაისი. 2016. 13:08



ღვინის ეროვნული სააგენტოს გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა იანვარ-აპრილში გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს 45%-ით აღემატება.



ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის შესახებ 4 თვის მონაცემები გამოქვეყნა, რომელის თანახმადაც, 2016 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან მსოფლიოს 30 ქვეყანაში ექსპორტირებულია 11 581 031 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 45%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 26,9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 15%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.


ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, იანვარ-აპრილის თვეების მონაცემებით, ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება - რუსეთი - 5 925 933 ბოთლი; უკრაინა -1 488 737 ბოთლი; ყაზახეთი- 1 281 100 ბოთლი; ჩინეთი - 779 425 ბოთლი; პოლონეთი - 682 522 ბოთლი.


საანგარიშო პერიოდისთვის ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: რუსეთი - 84% (5 925 933), უკრაინა - 70% (1 488 737), ჩინეთი - 58% (779 425), პოლონეთი - 31% (682 522), ლიტვა - 37% (183 636), ყირგიზეთი - 171% (107 646), გერმანია - 23% (104 950), ბელარუსი - 31% (134 120), დიდი ბრიტანეთი - 72% (50 128) და სხვა.


ამასთან, მსოფლიოს 11 ქვეყანაში ექსპორტირებულია 2 799 700 ბოთლი (0,75 ლ) ბრენდი, რაც 86%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 6, 4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი - მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 43%-ს აღწევს.


ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 47,4 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. გასული წლის 4 თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 33,4 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner