logo_geo
eng_logo
NATO-საქართველო-უკრაინის ფორმატით NATO-ს სამიტზე შეხვედრა 12 ივლისს შედგება
- +

5 ივლისი. 2018. 01:26

 

ბრიუსელის სამიტის დასკვნით დღეს ჩრდილოატლანტიკური საბჭო სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურების დონეზე საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებს შეხვდება.

 

სამმხრივ შეხვედრაზე პირველი მისასალმებელი სიტყვით NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გამოვა. გენერალური მდივნის შემდეგ, მედიისთვის შეხვედრა დაიხურება. შეხვედრაზე განხილულ თემებსა და შედეგებზე ინფორმაციას NATO-ს გენერალური მდივანი ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე მიაწვდის.

 

12 ივლისს ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან შეხვედრამდე, გაიმართება საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა NATO-ს გენერალურ მდივანთან. დაგეგმილია იენს სტოლტენბერგისა და გიორგი მარგველაშვილის ერთობლივი განცხადებები.

 

საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, NATO-ს გენერალური მდივანი უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს მიიღებს. NATO-ს სამიტი ბრიუსელში 11-12 ივლისს გაიმართება.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner