logo_geo
eng_logo
მაკა ფერაძე: ბავშვების მიერ ზღვის სანაპიროზე სხვადასხვა ნივთის გაყიდვა კანონსაწინააღმდეგო არაა...
- +

5 ივლისი. 2018. 03:20

 

„როცა ზღვის სანაპიროზე ბავშვები გამაგრილებელ სასმელებს, თუ სხვადასხვა ნივთს ყიდიან, ეს თვითდასაქმების ერთ-ერთი ფორმაა, სამართლებრივად კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ არის და პოლიციური კუთხით ჩარევა, ან რეაგირების მოხდენა დაუშვებელია“, – განაცხადა შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, მაკა ფერაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

 

„თუ პირის მიმართ ან თავად მის მიერ ძალადობასა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებას აქვს ადგილი, რა თქმა უნდა, სამართალდამცველი რეაგირებას ახდენს, მაგრამ თუ საქმე იძულებით შრომას, ექსპლუატაციას, ან ძალადობას არ ეხება, რეაგირების მოხდენა დაუშვებელია“, – განაცხადა ფერაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner