logo_geo
eng_logo
10 ქალაქი, სადაც უძრავი ქონება ყველაზე ძვირია
- +

7 მაისი. 2016. 13:24



„Global Cities Business Alliance"-მა იმ ქალაქების სია გამოაქვეყნა, სადაც უძრავი ქონება ყველაზე ძვირია. ანგარიშის თანახმად, პეკინი ფართის ქირაობისთვის მსოფლიოში ყველაზე ძვირი ქალაქია.



ისეთ დიდ ქალაქში, როგორიც არის პეკინი, ადამიანები საკუთარი წარმატების მსხვერპლნი გახდნენ", - განაცხადა პრესრელიზში „GCBA"-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლესლი სევილმა. მანვე აღნიშნა, რომ ეკონომიკის სწრაფმა ზრდამ ძალიან დიდი რაოდენობის კადრების ყურადღება მიიპყრო და ახლა აუცილებელია, მათ დასაბინავებლად საკმარისი საცხოვრებელი ფართი იყოს.



პეკინში მოიჯარეებისთვის საშუალო გადასახადი 789 დოლარს შეადგენს. პეკინში უძრავ ქონებაზე ფასები ერთ წელში 18%-ით გაიზარდა. შედეგად ადამიანები ცენტრიდან მოშორებულ ადგილებს ირჩევენ დასახლებისთვის და ყოველდღიურად სახლიდან სამსახურამდე და პირიქით, საშუალოდ 104 წუთს ხარჯავენ.



აბუ-დაბი რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს. იქაც საკმაოდ დიდ თანხას იხდიან საცხოვრებლის ქირაობაში რაც საშუალო ანაზღაურების 69,5%-ია.



მესამე ადგილზე ჰონგ-კონგია. ნიუ-იორკში კი მოიჯარეების დანახარჯი მათი ყოველთვიური ხელფასის 64%-ია.



ორგანიზაცია GCBA-ის ანგარიშით აღნიშნულ ქალაქებში იჯარის საფასური კატასტროფულად იზრდება. მაგალითად, მექსიკაში 2009 წლიდან ფასები 44%-ით გაიზარდა.



საცხოვრებლის ქირის მიხედვით 10 ყველაზე ძვირი ქალაქის რეიტინგი:


1. პეკინი

2. აბუ-დაბი

3. ჰონგკონგი

4. ნიუ-იორკი

5. შანხაი

6. დუბაი

7. სან-ფრანცისკო

8. ლონდონი

9. პარიზი

10. ჩიკაგო




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner