logo_geo
eng_logo
„2008 წლის შემდეგ ბოტანიკური ბაღის საზღვარი დაახლოებით 7-ჯერ დაკორექტირდა“
- +

7 მაისი. 2016. 13:52



ბოტანიკური ბაღის დირექტორმა თამაზ დარჩიძესაქმიან დილასთან" ბოტანიკური ბაღის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრა.

მისი განცხადებით, 2008 წლის შემდეგ ბოტანიკური ბაღის საზღვარი დაახლოებით 7-ჯერ დაკორექტირდა და არც ერთ ცვლილებას ამხელა აჟიოტაჟი არ მოჰყოლია.



დღევანდელი აზომვითი ნახაზით და საკადასტრო მონაცემებით, ბოტანიკური ბაღი 97 ჰექტარია. ეს საზღვრები უკანასკნელი რამდენიმე წელია არ შეცვლილა. ბოტანიკური ბაღის საზღვრის კორექტირება ახალი თემა არ არის და ეს რამდენჯერმე გავიმეორე. ბაღის საზღვრები წლების განმავლობაში იცვლებოდა. 2008 წლის შემდეგ ბოტანიკური ბაღის საზღვარი დაახლოებით 7-ჯერ დაკორექტირდა. ახლა მოხდა მეშვიდედ დაკორექტირება. არც ერთ ცვლილებას ამხელა აჟიოტაჟი არ მოჰყოლია, მითუმეტეს, რომ ეს ცვლილებები კულტურული მემკვიდრეობის სავარაუდო ტერიტორიებს შეეხო.

 

საზღვრების კორექტირება მოხდა, როგორც წინა შემთხვევებში. საზღვრების კორექტირება, მითუმეტეს იმ კონტექსტში, როდესაც აზომვითი ნახაზები საწყის პერიოდში სრულყოფილად არ იყო შედგენილი. ასეთი სახის დაზუსტებები ჩვეულებრივი მომენტია, მითუმეტეს დაუსახლებელ პუნქტებში", - აცხადებს თამაზ დარჩიძე.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner