logo_geo
eng_logo
ჭუბერის თემში სტიქიის ზონაში 6 ადამიანია ჩარჩენილი
- +

5 ივლისი. 2018. 18:42

 

 

მესტიის მუნიციპალიტეტში, ჭუბერის თემში მდინარე ნენსკრაზე მოვარდნილი ღვარცოფის გამო სოფლები დევრა, კავრი, ზგურიში, ტიტა ცენტრს მოწყვეტილები არიან.

 

სტიქიის ზონაში, სავარაუდოდ,  ტყეში 6 ადამიანია ჩარჩენილი, რომელთა გამოსაყვანადაც მაშველები მუშაობენ. სამძებრო საქმიანობაში ჩაერთო უკვე ვერტმფრენიც.

 

ადგილობრივების ინფორმაციით, წყალმა წაიღო ლეკულმახე-ლახამის დამაკავშირებელი ხიდი, ლარილარი-სგურიშის, სგურიში-ტიტას, ცენტრში არსებული ხიდი, ასევე ტიტა-მემულის დამაკავშირებელი ხიდი.

 

მოსახლეობის ცნობით, ჭუბერში მთა ისევ ჩამოიშალა, რის გამოც მდინარე წყლის დონე ისევ აიწევს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner