მესტიის მუნიციპალიტეტში, ჭუბერის თემში მდინარე ნენსკრაზე მოვარდნილი ღვარცოფის გამო სოფლები დევრა, კავრი, ზგურიში, ტიტა ცენტრს მოწყვეტილები არიან.
სტიქიის ზონაში, სავარაუდოდ, ტყეში 6 ადამიანია ჩარჩენილი, რომელთა გამოსაყვანადაც მაშველები მუშაობენ. სამძებრო საქმიანობაში ჩაერთო უკვე ვერტმფრენიც.
ადგილობრივების ინფორმაციით, წყალმა წაიღო ლეკულმახე-ლახამის დამაკავშირებელი ხიდი, ლარილარი-სგურიშის, სგურიში-ტიტას, ცენტრში არსებული ხიდი, ასევე ტიტა-მემულის დამაკავშირებელი ხიდი.
მოსახლეობის ცნობით, ჭუბერში მთა ისევ ჩამოიშალა, რის გამოც მდინარე წყლის დონე ისევ აიწევს.