logo_geo
eng_logo
მარიამ კუბლაშვილი: თემირლან მაჩალიკაშვილი ჩატაევის თანამებრძოლებთან ფოტოებზე ნამდვილად იყო
- +

5 ივლისი. 2018. 19:48

 

 

 

პანკისის სპეცოპერაციისას გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის ტელეფონის აღდგენილ ფაილებში ნამდვილად იყო ფოტო, სადაც ის აჰმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრებთან, შოაიფ ბორზიევთან და სოლტახმედოვთან ერთადაა გადაღებული.

 

„თემირლან მაჩალიკაშილის ფოტო არის შოაიფ ბორზიევთან და სოლტახმედოვთან ერთად ტურისტულ ფორმაში გადაღებული, რომელიც ვიხილეთ მედიის საშუალებითაც. ფოტო საქართველოში, თბილისშია ღამის საათებში გადაღებული. გამოქვეყნებულია ეს ფოტოც და არაფრის მომცემი არ არის. ფოტოების დათვალიერება პროკურატურაში, მე სხვა მოსვლის დროს მომიწევს ვრცლად”, – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

 

თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატს მარიამ კუბლაშვილს დღეს, მთავარ პროკურატურაში მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმის მასალები გააცნეს. თემირლან მაჩალიკაშვილის ტელეფონზე ჩატარებულია ექსპერტიზა, გაშიფრულია შემავალი და გამავალი ზარები, ჯამში 15 000 ფაილი.

 

აღსანიშნავია, რომ მაჩალიკაშვილების ადვოკატმა დღეს პროკურატურის დატოვების შემდეგ თემირლან მაჩალიკაშვილის მიერ, “ფეისბუქის” პირად გვერდზე გაზიარებულ “ისლამური სახელმწიფოს” პროპაგანდის შემცველი ვიდეომასალის ავთენტურობა დაადასტურა. მარიამ კუბლაშვილის თქმით, ეს თემირლანის მხრიდან, პანკისის ხეობიდან სირიაში წასული და გარდაცვლილი ადამიანების მიმართ სამძიმრის გამოხატულება იყო.

 

„ისინი რომ ცოცხლები და პანკისის ხეობისთვის უცნობი პირები ყოფილიყვნენ, მაგ შემთხვევაში კიდე სხვა კითხვები გაჩნდებოდა. მაგრამ თემირლანს ძირითადად იმ მოტივით აქვს გაზიარებული აღნიშნული ვიდეო, რომ იქ პანკისიდან წასული და შემდგომ გარდაცვლილი პირები ფიგურირებენ. დედამისმაც მითხრა, რომ ამ გარდაცვლილი ადამიანების ფოტოებს და ვიდეოებს მთელი ახალგაზრდობა იზიარებდა. ეს კი იმით აიხსნება, რომ ახალგაზრდები წუხან სირიაში უმოწყალოდ ბავშვების და ქალების მოკვლის ფაქტებზე და ფიქრობენ, რომ აქედან ადამიანები მათ დასახმარებლად მიდიან. ის, რომ თემირლანს გააზრებული ჰქონდა რომელი ორგანიზაციის წევრები იყვნენ ისინი, მე ამაზე არანაირი მტკიცებულება არ მაქვს”, – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner