logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნებისთვის“ „ნაციონალური მოძრაობის“ სააგიტაციო მასალის დაზიანების ფაქტი მიუღებელია
- +

7 მაისი. 2016. 14:07



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", „ნაციონალური მოძრაობის" ოფისების წინ განთავსებული პარტიის სააგიტაციო მასალის დაზიანების ფაქტს ეხმაურება.


 

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ზუგდიდის რაიონის  სოფელ  კორცხელსა და სოფელ წყალტუბოში მოხდანაციონალური მოძრაობის" ოფისების წინ განთავსებული პარტიის სააგიტაციო მასალის  დაზიანება. ამასთან, არ გამოვრიცხავთ, რომ მსგავსი პროვოკაციები  შესაძლოა მიზანმიმართულად მომავალშიც  განხორციელდესასეთი ფაქტები ძაბავს წინასაარჩევნო გარემოს.

 

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ინტერესებშია, არჩევნები ჩატარდეს აბსოლუტურად დემოკრატიულ და თავისუფალ, მშვიდ გარემოში. შესაბამისად, ნებისმიერი სახის დარღვევა ან ფაქტი, რომელიც ჩრდილს მიაყენებს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების პროცესს, დაუყონებლივ უნდა აღიკვეთოს, საჭიროების შემთხვევაში კი დაიწყოს გამოძიება.

 

აღნიშნული ფაქტიქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" კატეგორიულად მიუღებელია. მივმართავთ თხოვნით შესაბამის ორგანოებს, მყისიერი რეაგირება მოახდინონ მსგავს ფაქტებზე", - ნათქვამია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" განცხადებაში.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner