თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რაიონის გამგებლების მიერ თანამდებობების დატოვების ფაქტი შიდა გადაადგილებას უკავშირდება.
„ცვლილება დაკავშირებულია შიდა გადაადგილებასთან და აქედან გამომდინარე, ორივე გამგებლის შემთხვევაში შიდა გადაადგილება იქნება. ისეთი განსაკუთრებული არაფერი არ ხდება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
სამგორის გამგებელმა მამუკა ჩოქურმა და გლდანის გამგებელმა ბესიკ ქარცივაძემ თანამდებობები დატოვეს.
ნარმანიას განცხადებით, თუ სად გააგრძელებენ მუშაობას ჩოქური და ქარცივაძე, მომავალ კვირას გახდება ცნობილი.