logo_geo
eng_logo
საფრანგეთში ქართული ღვინისა და ღვინის კულტურის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა
- +

7 მაისი. 2016. 15:04



საფრანგეთში ქართული ღვინისა და ღვინის კულტურის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საფრანგეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საფრანგეთის აგრარული პალატის წევრები, სომელიეები, ენოლოგები, ღვინის ჟურნალისტები, ბლოგერები, UNESCO-ს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.


ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საფრანგეთში საქართველოს ელჩმა ეკატერინე სირაძე-დელონემ, OIV-ის გენერალურმა დირექტორმა ჟან-მარი ორანმა და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილმა.



ქართული ღვინის დეგუსტაციის პარალელურად OIV-ში ასევე გაიმართა ფოტოგამოფენა ქართული ვაზისა და ღვინის ისტორიისა და კულტურის შესახებ - „მე-19 საუკუნის ფრანგულ ფოტოებში ასახული ქართული ღვინის კულტურა", სადაც წარმოდგენილი იყო საფრანგეთის მუზეუმში დაცული ფრანგი ეთნოგრაფების ჟოზეფ დე ბაისა და ჰუგო კრაფტის მიერ 1897-1903 წლებში გადაღებული ფოტოები.


ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა ქართული ღვინის წარდგენა პროფესიონალებისა და ფართო ​საზოგადოების წინაშე.



აღსანიშნავია, რომ ქართული ღვინის გამოფენა-დეგუსტაციაზე წარდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 15 კომპანია.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner