logo_geo
eng_logo
თურქეთში ცნობილი ჟურნალისტები დააკავეს
- +

7 მაისი. 2016. 15:50



თურქეთში ცნობილი ჟურნალისტები დააკავეს, დასავლეთი მომხდარის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და თურქეთის ხელისუფლებას ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის გამო აკრიტიკებს. ორი ცნობილი ჟურნალისტის გასამართლების შემდეგ, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა შეშფოთება გამოთქვა და ანკარას დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.



ერთ-ერთი ოპოზიციური გაზეთის რედაქტორსა და გამოცემის ანკარის ბიუროს ხელმძღვანელს განაჩენი გუშინ გამოუტანეს. სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების ბრალდებით მათ ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.


ვერდიქტის გამოტანამდე სასამართლოს შენობასთან გაზეთის რედაქტორის მოკვლაც სცადეს. უცნობმა მამაკაცმა მას რამდენჯერმე ესროლა, თუმცა ჟურნალისტი გადარჩა, თავად თავდამსხმელი კი სამართალდამცველებმა დააკავეს.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner