logo_geo
eng_logo
ზურაბ აბაშიძის და თედო ჯაფარიძის ვიზიტი აშშ-ში დასრულდა
- +

7 მაისი. 2016. 16:27



რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თედო ჯაფარიძის ვაშინგტონში ვიზიტი დასრულდა.



ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მრჩეველთან და მმართველთა საბჭოს წევრთან ზბიგნევ ბჟეზინსკისთან, ბრუკინგსის ინსტიტუტის პრეზიდენტთან სტრობ ტელბოტთან, დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტთან კარლ გერშმანთან, აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტთან დეიმონ ვილსონთან, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან  ბრიჯიტ ბრინკთან, კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდის პრეზიდენტთან უილიამ ბერნსთანდა „Goldman Sachs"-ის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარესთან რობერტ ზოელიკთან.



შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რეგიონული უსაფრთხოების პრობლემატიკაზე, ასევე რუსეთთან ურთიერთობების აქტუალურ საკითხებზე.


ამერიკელი კოლეგების მხრიდან დადასტურდა საქართველოს დემოკრატიული რეფორმების, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯების და რუსეთთან წარმოებული დიალოგის მხარდაჭერა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner