logo_geo
eng_logo
„ნუროფენი" ტყუილისთვის დააჯარიმეს
- +

7 მაისი. 2016. 12:41



ყველასთვის ცნობილი ტკივილდამაყუჩებელი და სიცხის დამწევი პრეპარატის  „ნუროფენის" მწარმოებელი კომპანია მომხმარებლის მოტყუებისთვის დააჯარიმეს.


ბრიტანული ფარმაცევტული ფირმა იმის გამო დასაჯეს, რომ წამლის ეტიკეტზე ჩამოთვლილი იყო კონკრეტული სახის ტკივილები, რომლისგანაც პრეპარატმა უნდა გაგათავისუფლოთ.


ავსტრალიის სასამართლომ „ნუროფენის" ეტიკეტი არაკორექტულად მიიჩნია. საქმე ისაა, რომ წამალი სხვადასხვანაირ ეტიკეტებშია მოთავსებული და სხვადასხვა ტკივილისგან „ხსნას" ჰპირდება მომხმარებელს. შიგნით კი ერთი და იგივე შემადგენლობის წამალია მოთავსებული. ანუ ერთ პრეპარატს მწარმოებელი სხვადასხვა დანიშნულებით „ასაღებდა".

ამოს გამო ბრიტანულ კომპანია „Reckitt Benckiser" -ს ჯარიმის სახით 1,3 მილიონი აშშ დოლარის გადახდა მოუწევს.

იმედია, ჩვენი ქვეყანაც მივა როდისმე იქამდე, რომ ავადმყოფის მოტყუებისთვის ვინმე დაიჯება.





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner