რეჟისორმა მარიამ ხაჭვანმა ასტანაში გამართულ ევრაზიის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ფილმისთვის „დედე“, საუკეთესო რეჟისორის ჯილდო მოიპოვა. კინოსურათი ფესტივალზე მთავარ კონკურსში მონაწილეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას რეჟისორი თავად ავრცელებს.
ფილმი ხუთ ნომინაციაში იყო წარდგენილი: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო მსახიობი ქალი, საუკეთესო მსახიობი კაცი და ჟიურის პრიზი.
ფილმის ოფიციალური ჩვენება იუნესკო-ს სათაო ოფისშიც გაიმართა, სპეციალურად იუნესკო-ს დირექტორისთვის და იუნესკო-ს ელჩებისთვის. ფილმი სხვადასხვა ფესტივალზე მოგზაურობას განაგრძობს.