საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, ჭუბერში ამ დროისთვის რთული ვითარებაა, პრაქტიკულად, ერთადერთ ხიდამდე მისასვლელი გზა დაზიანებულია.
„მდინარე ნენსკრა ძლიერი წვიმის შედეგად ისევ ადიდდა. ამ დროისთვის ჭუბერის მოსახლეობის სამი მეოთხედი, ფაქტობრივად, მოწყვეტილია დანარჩენ სოფელს. დიდი რაოდენობით მძიმე ტექნიკაა მობილიზებული და სტიქიის ზონაში ახლაც მუშაობენ. კერძოდ, გაწმენდითი სამუშაოები უშუალოდ მდინარეში მიმდინარეობს და ამ წუთებში ნაშალი მასალისგან იწმინდება ნენსკრას კალაპოტი.
ჭუბერში ვითარებას ისიც ართულებს, რომ წვიმას არ გადაუღია და საფრთხეები ჯერ კიდევ არ არის მოხსნილი. სანამ მდინარე ნენსკრაში წყლის მაღალი დონე შენარჩუნებულია, გადაჭრით რაიმეს თქმა და საფრთხეების გამორიცხვა შეუძლებელია“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.