logo_geo
eng_logo
ლევან დავითაშვილი: ჩვენი სპეციალისტები მუდმივად სტიქიის ადგილზე არიან და საგანგებო შტაბთან კოორდინაციაში მუშაობენ
- +

7 ივლისი. 2018. 15:22

 

„ჩვენი სპეციალისტები მუდმივად სტიქიის ადგილზე არიან და ისინი საგანგებო შტაბთან კოორდინაციაში მუშაობენ“, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განუცხადა.

 

მისივე თქმით, მდინარე ნენსკრა თავის კალაპოტს ჯერ არ დაბრუნებია და გარკვეული რისკი არსებობს, თუმცა უახლოეს დღეებში ამინდის პროგნოზის თანახმად, ნალექის რაოდენობა თანდათან დაიკლებს.

 

„იცით, მდინარემ უამრავი ხის მასა სათავესთან ჩამოიტანა. მდინარე უნდა დაუბრუნდეს თავის კალაპოტს და წყლის დონემ უნდა დაიკლოს. რა თქმა უნდა, რისკები რჩება. საგანგებო სამსახური მუდმივად ადგილზეა, რადგან ადიდებული მდინარის გამო სანაპირო ზოლის გამორეცხვის საშიშროება არსებობს. მობილიზებულია ტექნიკა, თუმცა ვიდრე არ გამოიდარებს და ამინდი საშუალებას არ მისცემს, იქ ადგილზე სამუშაოების სრული მასშტაბით წარმართვა შეუძლებელია“, – განაცხადა დავითაშვილმა.

 

მისივე თქმით, არსებული სიტუაცია ბოლო დღეებში მაღალმა ტემპერატურამ და მყინვარებზე თოვლის დნობა გამოიწვია. შემდგომ დღეებში კი ასეთი მაღალი ტემპერატურები მოსალოდნელი არ არის. შესაბამისად, სიტუაცია უნდა სტაბილური გახდეს.

 

დავითაშვილის განცხადებით, ჭუბერში გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, კერძოდ, ჰიდრომეტეოროლოგები და გეოლოგები, ადგილზე იმყოფებიან და მათი შეფასებები სამუშაო პროცესის დაგეგმვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner