logo_geo
eng_logo
მდინარე ნენსკრას დონემ დაახლოებით 30 სანტიმეტრით დაიწია
- +

7 ივლისი. 2018. 15:23

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები და ჰიდროლოგები ამ დრომდე სტიქიის ზონაში რჩებიან.

 

სპეციალისტების განმარტებით მიუხედავად იმისა, რომ მთელი ღამის განმავლობაში ნენსკრას ხეობაში ადგილი ჰქონდა უხვი ნალექის მოსვლას, სააგენტოს სპეციალისტებმა მდინარის სხვადასხვა წერტილზე გაზომვები განახორციელეს და მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ მდინარის დონე დაწეულია დაახლოებით 30 სმ-ით. სააგენტოს სპეციალისტები სტიქიის ზონაში ადგილზე აგრძელებენ მონიტორინგს. ამასთან სინოპტიკოსების ინფორმაციით, მესტია-ჭუბერის ტერიტორიაზე 7 ივლისს მოსალოდნელია საშუალო ინტენსივობის ნალექი, ხოლო შემდგომი ორი დღის განმავლობაში, ნალექების ინტენსივობა მნიშვნელოვნად შესუსტდება.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner