logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: ჭუბერის 10 სოფლიდან 7 გარესამყაროსაა მოწყვეტილი
- +

7 ივლისი. 2018. 15:28

 

„ამაღამ მოსალოდნელია ნალექი, თუმცა ამ მომენტისთვის მდინარის დონის მომატება არ შეინიშნება“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა განუცხადა.

 

სოზარ სუბარის ინფორმაციით, ჭუბერის თემში შემავალი ათი სოფლიდან 7 გარესამყაროსაა მოწყვეტილი.

 

მისივე განცხადებით, სამ სახლს ემუქრება დანგრევის საფრთხე, აქედან 2 სახლთან დაკავშირებით შესაბამისი სამუშაოები ვერ ტარდება, ხოლო ერთ სახლთან მიმართებით სამაშველო ჯგუფები აქტიურად მუშაობენ, რათა არ მოხდეს წყლის შესვლა.

 

„ამაღამ მოსალოდნელია ნალექი, თუმცა ამ ეტაპზე მდინარის დონის მომატება არ შეინიშნება. საფრთხე მომატებული არ არის, თუმცა ჯერ კიდევ არის გზის მთელი მონაკვეთები, რომელზეც მიდის მუშაობა. ჭუბერში შემავალი ათი სოფლიდან შვიდი მოწყვეტილია გარე სამყაროს. მანქანებს არ უშვებენ, ვინაიდან საფრთხეა, რომ გზა ჩამოინგრეს, თუმცა ვფიქრობთ, რომ საღამომდე შევძლებთ მყარი კონსტრუქციის გაკეთებას. ზედა სოფლიდან დღის განმავლობაში იგეგმება 5 ადამიანის გამოყვანა, მათ შორის ბავშვების. დღის ბოლოს, დაახლოებით 20-ზე მეტი სატვირთო მანქანა და 10-მდე ექსკავატორი იქნება და ბევრად მეტი საქმის გაკეთებას შეძლებენ. აღნიშნული მოგვცემს საშუალებას, რომ მოვახდინოთ მდინარის კალაპოტის კორექტირება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner