logo_geo
eng_logo
საქართველოს სასაზღვრო გამშვები პუნქტების ინტერპოლის გენერალური სამდივნოს ძებნილ პირთა მონაცემთა ბაზასთან ინტეგრირება განხორციელდა
- +

7 ივლისი. 2018. 16:53

 

შსს-ს გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივნისში საქართველოს სასაზღვრო გამშვები პუნქტების ინტერპოლის გენერალური სამდივნოს ძებნილ პირთა მონაცემთა ბაზასთან (Nominals) ინტეგრირება განხორციელდა.

 

საქართველოს სასაზღვრო გამშვები პუნქტების თანამშრომლებს უკვე აქვთ ინტერპოლის გენერალური სამდივნოს ძებნილ პირთა მონაცემთა ბაზის პირდაპირი წვდომის შესაძლებლობა.

 

აქამდე სასაზღვრო გამშვები პუნქტების თანამშრომლებს მხოლოდ ინტერპოლის ხელთ არსებული მოპარული/დაკარგული სამგზავრო დოკუმენტების მონაცემთა სრულ ბაზასთან (SLTD) და ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მოპარულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მონაცემთა ბაზასთან (SMV) ჰქონდათ პირდაპირი წვდომა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს ინიციატივით, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიაში ჩატარდა სემინარი თემაზე – „ინტერპოლის საინფორმაციო ბაზასთან ელექტრონული კავშირის შესახებ“, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყველა სასაზღვრო გამშვების პუნქტის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

 

სემინარს ინტერპოლის გენერალური სამდივნოდან მოწვეული ექსპერტი ბოჟიდარ პოპოვიჩი და შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს უფროსი გიორგი მეზვრიშვილი უძღვებოდნენ.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner