logo_geo
eng_logo
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას 11 ივლისს განაახლებს
- +

7 ივლისი. 2018. 19:44

 

 

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას 11 ივლისს განაახლებს. დღეს კომისიამ მუშაობა პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორის დაკითხვით დაასრულა.

 

საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა 11 ივლისს დაინიშნა, რომელზეც საქმეზე ჩატარებული საექსპერტო კვლევების ავტორებს მოუსმენენ. კერძოდ, ექსპერტების გამოკითხვა 11 და 12 ივლისს იგეგმება.

 

მანამდე კი, კომისიის სამკაციანი ჯგუფები არასრულწლოვნების გამოკითხვას გააგრძელებენ. კერძოდ, 9 და 10 ივლისს კომისიის წევრებს დაგეგმილი აქვთ ინციდენტში მონაწილე არასრულწლოვნების გამოკითხვა, თუმცა ამ ეტაპზე კომისიის წევრები არ აკონკრეტებენ, თუ რომელ დღეებში ჩატარდება აღნიშნული გამოკითხვა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner