ზაზა სარალიძე თავის ადვოკატ ნესტან ლონდარიძესთან და სახალხო დამველ ნინო ლომჯარიასთან ერთად მთავარ პროკურატურაში მივიდა, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, რა გადაწყვეტილება მიიღეს ან როგორ განვითარდა მოვლენები, კომენტარი არ გაკეთებულა.
ზაზა სარალიძემ 2-დან 3 ივლისამდე ღამე შსს-ს ეზოში პროტესტის ნიშნად გაათენა. ის სისხლიანი გარჩევის მონაწილე მიხეილ კალანდიას დაკავებას მოითხოვდა.
ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.