logo_geo
eng_logo
მიხეილ გიორგაძის განცხადებით, შოუბიზნესში მოღვაწე ორგანიზაციებთან ურთიერთობაში მას კანონსაწინააღმდეგო გადაცდომები არ აქვს
- +

7 მაისი. 2016. 18:13


 

კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ დღეს სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" გამოქვეყნებულ კვლევას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, შოუბიზნესში მოღვაწე ორგანიზაციებთან ურთიერთობაში მას კანონსაწინააღმდეგო გადაცდომები არ აქვს.



გიორგაძის თქმით, 20 წლის განმავლობაში შოუბიზნესში მისი და მისი მეგობრების ყოფნის პერიოდში არაერთ კომპანიასთან და ორგანიზაციასთან პირდაპირი კავშირები აქვთ დამყარებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამით რამე კანონსაწინააღმდეგო გადაცდომები არსებობს.



მუდმივად, ჩემი დანიშვნიდან საუბარი არის ჩემს კავშირებზე, ჩემი გუნდის კავშირებზე. 20 წელი ამ სფეროში როდესაც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოთამაშე ხარ და პრაქტიკულად, შოუბიზნესის სფეროს ფორმირების სათავეებთან დგახარ, შეუძლებელი არის, ამა თუ იმ ხარისხის კავშირი ამ სფეროში მოღვაწე სხვა ადამიანებთან და ორგანიზაციებთან არ იყოს მოძებნილი", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.


მისივე თქმით, არა მხოლოდ ბოლო პერიოდში ჩატარებულ კვლევაში ნახსენებ კომპანიებსა და ორგანიზაციებთან აქვს მას პირდაპირი კავშირები, არამედ ათეულობით სხვა ორგანიზაციებთან და კომპანიებთან, რომლებიც მათ ოპონენტებად ევლინებიან.



„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" კვლევა გამოაქვეყნა, სადაც კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის რისკების შესახებ არის ნათქვამი. კვლევის თანახმად, მიხეილ გიორგაძის მინისტრად დანიშვნიდან დღემდე კულტურის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან დაკავშირებულ კომპანიებს საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან გამარტივებული შესყიდვებისა და პირდაპირი დაფინანსების გზით 2 421 743 ლარი აქვთ მიღებული.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner