ჭუბერში, სტიქიის ზონაში დილიდან დამატებითი სამშენებლო ტექნიკა შევა. გადაწყვეტილება საგანგებო შტაბის სხდომაზე მიიღეს, სადაც მომდევნო დღეებში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დაგეგმეს.
საერთო ჯამში სტიქიის სალიკვიდაციოდ 50-მდე მძიმე ტექნიკა იმუშავებს. სამუშაო თათბირი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ირაკლი ქარსელაძემ ჩაატარა. სხდომაზე პრობლემურ კერებზე, მძიმე ტექნიკის გადანაწილების და უახლოესი დღეების სამუშაო გეგმა განიხილეს. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები 24 საათის განმავლობაში ჩატარდება, ღამის საათებში კი ტექნიკა სპეციალური სანათების საშუალებით იმუშავებს.
სხდომას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.