იაპონიაში მოსული უხვი ნალექის შედეგად 62 ადამიანი გარდაიცვალა, დაკარგულად მიიჩნევა 46 ადამიანი.
ყველაზე მეტი დაღუპული ჰიროსიმასა და ეჰიმეს პრეფექტურებშია აღმოჩენილი.
ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში დაწყებული წყალდიდობის გამო, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 4,72 მილიონ ადამიანს ევაკუაციისკენ მოუწოდეს.