მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო, გარდა საკუთარი როლებისა, ასევე ცნობილია ქველმოქმედებით. ის ხშირად ახარებს საკუთარ თაყვანისმცემლებს და განსაკუთრებით მათ, ვისაც დახმარება ესაჭიროება.
ამჯერად ბონდარენკო მარტყოფში შშმ პირთა პანსიონს ესტუმრა. მსახიობმა ბენეფიციარებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა და სააღდგომო საჩუქრებიც დაარიგა.
პანსიონში მის დასახვედრად განსაკუთრებულად ემზადებოდნენ და მსახიობს მინი-კონცერტი მოუწყვეს, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები და ხელნაკეთი ნივთებიც აჩუქეს.
„ეს შეხვედრა კარგ მოგონებად დარჩება, რადგან ეს ადამიანები არიან ნიჭიერები, მათ გამართეს მინი-კონცერტი, ხელით სხვადასხვა ნივთებს აკეთებენ და აქ ჩამოსვლით თუ ისინი გავახარე, ამით ძალიან ბედნიერი ვარ", - ამბობს მსახიობი.
წყარო: „etanews.ge”