logo_geo
eng_logo
ხორვატიის პრეზიდენტმა ქვეყნის ნაკრების გამარჯვება ფეხბურთელებთან ერთად სიმღერით აღნიშნა
- +

8 ივლისი. 2018. 17:12

 

 

ხორვატიის პრეზიდენტმა კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩმა თავისი ქვეყნის ნაკრების გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში, ფეხბურთელებთან ერთად აღნიშნა. ვიდეოზე, რომელიც  პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში თავის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა, ის ხორვატიის ნაკრების წევრებთან ერთად გასახდელში მღერის და ხტუნავს.

 

8 ივლისს რუსეთის ქალაქ სოჭში გამართულ მარტჩზე ხორვატიის ნაკრებმა რუსეთის გუნდი 4:3 დაამარცხა და 1998 წლის შემდეგ პირველად ნახევარფინალში გავიდა. ნახევარფინალში ხორვატია ინგლისს შეერკინება. მატჩი მოსკოვში 11 ივლისს გაიმართება.

 

კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი 2015 წლიდან ხორვატიის პრეზიდენტია.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner