ხორვატიის პრეზიდენტმა კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩმა თავისი ქვეყნის ნაკრების გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში, ფეხბურთელებთან ერთად აღნიშნა. ვიდეოზე, რომელიც პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში თავის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა, ის ხორვატიის ნაკრების წევრებთან ერთად გასახდელში მღერის და ხტუნავს.
8 ივლისს რუსეთის ქალაქ სოჭში გამართულ მარტჩზე ხორვატიის ნაკრებმა რუსეთის გუნდი 4:3 დაამარცხა და 1998 წლის შემდეგ პირველად ნახევარფინალში გავიდა. ნახევარფინალში ხორვატია ინგლისს შეერკინება. მატჩი მოსკოვში 11 ივლისს გაიმართება.
კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი 2015 წლიდან ხორვატიის პრეზიდენტია.