logo_geo
eng_logo
ზურაბ სეხნიაშვილი: ხადას ხეობაში სამაშველო სამსახური მთლიანად არის მობილიზებული
- +

8 ივლისი. 2018. 17:57

 

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ზურაბ სეხნიაშვილის განცხადებით, ხადას ხეობაში სამაშველო სამსახური მთლიანად არის მობილიზებული, რამდენიმე მონაკვეთზე კი ტურისტებისთვის მოძრაობა შეიზღუდა.

 

„ოჯახის ჩანჩქერზე წასვლის შემდეგ ახლობლებთან სატელეფონო კავშირი შეწყდა.  112-ში ახლობელმა დარეკა და იმ წუთიდან დაიწყო სამძებრო სამაშველო ოპერაციები. ადგილზე 30-მდე მაშველი იმყოფება. სამძებრო სამუშაოების გამო, ტურისტებისთვის შეიზღუდა მოძრაობა და ჯერჯერობით არ ვიცით როდის შეძლებენ თავისუფლად გადაადგილებას”, - განცხადა ზურაბ სეხნიაშვილმა.

 

ხადას ხეობაში ოთხი წლის ბავშვის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner