დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ზურაბ სეხნიაშვილის განცხადებით, ხადას ხეობაში სამაშველო სამსახური მთლიანად არის მობილიზებული, რამდენიმე მონაკვეთზე კი ტურისტებისთვის მოძრაობა შეიზღუდა.
„ოჯახის ჩანჩქერზე წასვლის შემდეგ ახლობლებთან სატელეფონო კავშირი შეწყდა. 112-ში ახლობელმა დარეკა და იმ წუთიდან დაიწყო სამძებრო სამაშველო ოპერაციები. ადგილზე 30-მდე მაშველი იმყოფება. სამძებრო სამუშაოების გამო, ტურისტებისთვის შეიზღუდა მოძრაობა და ჯერჯერობით არ ვიცით როდის შეძლებენ თავისუფლად გადაადგილებას”, - განცხადა ზურაბ სეხნიაშვილმა.
ხადას ხეობაში ოთხი წლის ბავშვის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.