logo_geo
eng_logo
ხაიში–ჭუბერის საავტომობილო მონაკვეთზე სამხედრო მანქანები უკვე გამოჩნდნენ
- +

8 ივლისი. 2018. 18:25

 

ხაიში–ჭუბერის საავტომობილო მონაკვეთზე უკვე გამოჩნდნენ სამხედრო მანქანები, რომლებიც ტერიტორიაზე დროებით დასადგმელ ხიდს შეიტანენ. ხეობის შესასვლელთან ათამდე სამხედრო ავტომობილი დგას. ადგილზე იმყოფებიან ასევე სამხედრო პოლიციის წარმომადგენლები და სამხედრო ექიმები. სავარაუდოდ, ისინი შესაბამის ბრძანებას ელოდებიან, რის შემდეგაც ხეობაში შევლენ.

 

ადგილზე ასევე ელოდებიან თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებულ მძიმე ტექნიკას, რომელიც ხეობაში მიმდინარე სამუშაოებში ჩაერთვება. საერთო ჯამში კი ჭუბერის ხეობაში 30 ერთეულამდე ტექნიკას ელოდებიან.

 

ამ დროისათვის კი უშუალოდ ხეობაში სამუშაოები არ შეჩერებულა. მდინარის კალაპოტის შეცვლის და საგზაო სამუშაოებს რამდენიმე ათეული ტექნიკა ამ დრომდე ახორციელებს. სამხედროების გარდა ჭუბერში მოხალისეებსაც ელოდებიან.

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner