მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ფქვილი, საკვები პროდუქტები, ჰიგიენის საშუალებები, პირველადი მოხმარების ნივთები და წყალი ურიგდებათ.
საგანგებო შტაბს პროდუქტები სხვადასხვა ორგანიზაციებმა მათ შორის სამეგრელოს ყველა მუნიციპალიტეტის მერიებმა გადასცეს. სტიქიის ზონაში დაზარალებულებისთვის პროდუქტების დარიგება სისტემატიურად საჭიროებების არსებობამდე მოხდება.