logo_geo
eng_logo
ტერეზა მეი: ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან დიდ ბრიტანეთში თავისუფალი გადაადგილება დასრულდება
- +

8 ივლისი. 2018. 19:19

 

Brexit-ის გეგმის მიხედვით ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან თავისუფალი გადაადგილება დასრულდება. განცხადება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა BBC-სთან ინტერვიუში გააკეთა.

 

სატელევიზიო ინტერვიუში ტერეზა მეიმ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევროკავშირის წვერი ქვეყნების მოქალაქეებისთვის Brexit-ის შემდეგ დიდ ბრიტანეთში ვიზიტი უფრო ადვილი იქნება ვიდრე სხვა ქვეყნების წარმომადგენლებისთვის.

 

დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტმა Brexit-ის შესახებ კოლექტიურ შეთანხმებას 6 ივლისს მიაღწია. ოფიციალური ლონდონი იმედოვნებს რომ კოლექტიური გეგმა ევროკავშირთან ლონდონის მოლაპარაკების შემდეგ ეტაპზე გადასვლას შეუწყობს ხელს.

 

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს 2019 წლის 29 მარტს დატოვებს. Brexit-ის საბოლოო პირობები შემოდგომაზე უნდა შეთანხმდეს.

 

გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმი 2016 წლის 23 ივნისს ჩატარდა. ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა პლებისციტში მონაწილე მოქალაქეების ნახევარზე მეტმა, რის შემდეგაც მაშინდელი პრემიერმინისტრი დევიდ კამერონი გადადგა - ის ევროკავშირიდნ გასვლას ეწინააღმდეგებოდა. მისი ადგილი ტერეზა მეიმ დაიკავა.

 

ლონდონსა და ბიუსელს შორის Brexit-ის პირობების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებები გასული წლის 19 ივნისს დაიწყო. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 29 მარტს მოაწერა.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner