logo_geo
eng_logo
ძილის რეჟიმის სისტემატური დარღვევა შესაძლოა ადამიანის გარდაცვალების მიზეზიც გახდეს
- +

8 ივლისი. 2018. 19:48

 

ჯანმრთელ ადამიანს 10-ჯერ მეტ ხანს შეუძლია გაძლოს საკვების გარეშე ვიდრე ძილის გარეშე. ძილი საკვებთან, წყალთან და ჟანგბადთან ერთად სიცოცხლისთვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.

 

ძილი მხოლოდ დასვენება არ არის. ძილის დროს ორგანიზმი ძალების აღდგენას ახერხებს. ადამიანი საშუალოდ თავისი ცხოვრების 30-35 პროცენტს ძილში ატარებს. თოთო ბავშვს დღე ღამეში 17 საათამდე სძინავს, 2 წლამდე ბავშვს 14 საათამდე, ზრდასრულს კი 7-8 საათი. თუმცა როგორც ყველაფერში სხვაგან გამონაკლისები ძილის ხანგრძლივობის მიმართებაშიც არსებობს. ზოგიერთი ადამიანისთვის 2-4 საათი ძილი სავსებით საკმარისია ორგანიზმის სრულყოფილად ფუნქციონირებისათვის. ცნობილი ადამიანებიდან რომელთა ძილის ხანგრძლივობაც სწორედ 2-4 საათის ფარგლებში მერყეობდა შეიძლება გავიხსენოთ: იულიუს კეისარი, ლეონარდო და ვინჩი, ნაპოლეონი, ედისონი, ნიკოლა ტესლა, უინსტონ ჩერჩილი, მარგარეტ ტეტჩერი... თუმცა გამონაკლისი წესს მხოლოდ ამტკიცებს და ადამიანს არასაკმარისი ძილისთვის დროთა განმავლობაში შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეექმნას.

 

დაავადებების ჩამონათვალი რომელთა რისკიც ხანგძლივი უძილობის შემთხვევაში ერთიორად იზრდება მართლაც შთამბეჭდავია:

 

1) ჰიპერტონია

2) დიაბეტი

3) ინსულტი

4) სიმსივნე

5) ჰორმონალური დარღვევები

6) სტრესი და ნევროზი

7) მეხსიერების დაქვეითება

8) კონცენტრაციის დაქვეითება, რაც შეიძლება ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზიც გახდეს

9) საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვადასხვა დაავადებები

 

მნიშვნელოვანი დარღვევა და სერიოზული პრობლემაა თავად უძილობაც, ანუ ის მომენტი როდესაც ადამიანს სურს ძილი, მაგრამ ვერ მოუხერხებია. ამის მიზეზი კი შეიძლება იყოს ისევ და ისევ სტრესი, ნერვული აშლილობა, გადაღლილობა, ძილისთვის განკუთვნილ ოთახში არსებული სინათლე და ხმაური.

 

ბოლო 1 საუკუნის განმავლობაში ძილის საშუალო ხანგძლივობა შესამჩნევად შემცირდა. ათასწლეულების მანძილზე ადამიანი სხვა ცოცხალი არსებების მსგავსად ბუნებას მისდევდა, დილით ადრე დგებოდა და დასაძინებლად ადრევე წვებოდა. ელექტროენერგია, ტელევიზორმა და კომპიუტერმა ჩვეულებები შეცვალა. ადამიანი გვიან დგება და გვიან წვება, თუმცა დაძინების დრომ უფრო მეტად გადაიწია ვიდრე გაღვიძების, რის შედეგადაც ძილის საშუალო ხანგძლივობა 1 საათით ან უფრო მეტით შემცირდა.

 

მედიკოსები უძილობით გამოწვეულ პრობლემებზე ხშირად საუბრობენ, მაგრამ მათ საუბარს შედეგი ყოველთვის არ მოსდევს. ძილის დაწყებისთვის საუკეთესო დრო 22-23 საათია, თუმცა ადამიანების ნაწილი ამ დროს ჯერ კიდევ არაა სახლში დაბრუნებული, ნაწილი კი სამუშაო პროცესშია ჩაფლული.

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner