logo_geo
eng_logo
მიხეილ გიორგაძე: მკაფიოდ გაწერილია ის პროცედურები, როგორ იხილება პროექტები და რა სქემით ფინანსდება
- +

7 მაისი. 2016. 19:05

 

 

კულტურის მინისტრმა იხეილ გიორგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამინისტროში დაფინანსების სქემა და პროექტების განხილვის პროცედურები მისი მინისტრობისას შეიქმნა.


 

USAID ერთად 4 თვის მუშაობის შედეგად სამინისტრომ შექმნა მკაფიო, გამჭვირვალე და საზოგადოებისათვის გასაგები პროცედურები და დაფინანსების სქემა, რომელიც მანამდე არ არსებობდა", - განაცხადა გიორგაძემ.



მინისტრმა ასევე ისაუბრა ტენდერებზეც და განაცხადა, რომ პრინციპულად არასწორი მიდგომაა, თითქოს ტენდერები კულტურის სამინისტროში უნდა ჩატარდეს.



არსებობს დიდი ტრადიციული ღონისძიებები, რომლებიც წლიდან წლამდე ფინანსდება და სამინიტროს ბიუჯეტში წინასწარ განისაზღვრება. არიან ის ორგანიზაციები, რომლებიც წლიდან წლამდე ამ ღონისძიებებს ატარებენ და ასეთი არა მხოლოდისთენ პრომოუშენია", არამედ 40-ზე მეტი ორგანიზაცია და პირდაპირ ასოცირებული ამ ღონისძიებებთან ადამიანები. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ დღეს ჩვენ შეუფერხებლად გავცემთ საჯარო ინფორმაციას. დღეს ყველასთვის არის გასაგები და მკაფიოდ გაწერილი ის პროცედურები, თუ როგორ იხილება პროექტები და რა სქემით ფინანსდება.


ხშირად არის საუბარი იმ ეკონომიკურ შედეგებზე, რაც კულტურულ ღონისძიებებს მოაქვს და მისი შეფასების კრიტერიუმებზე. ამასთან დაკავშირებით, სამინისტრომიუნესკოსთან" თანამშრომლობით შეიმუშავა კრიტერიუმები და ინდიკატორები, რომლითაც კულტურის მიერ ეკონომიკაში, ქვეყნის განვითარებაში შეტანილი წვლილის შეფასებაა შესაძლებელი. სამინისტრო გეგმავს უახლოეს მომავალში შესაბამის საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად პრეზენტაცია მოაწყოს, სადაც საზოგადოებას კულტურული ღონისძიების შედეგების ინდიკატორებს წარუდგენს.

 

ამ თემაზე მე აღარ ვისაუბრებ. ვფიქრობ, წერტილი უნდა დაესვას ბოლოს და ბოლოს ამას და დარწმუნებული ვართ, შესაბამისი სტრუქტურები ამას მოახერხებენ. მე ამ თემაზე აღარ ვისაუბრებ, ვიდრე ასეთი საბოლოო დასკვნები არ დაიდება. თუმცა, ამ დასკვნების დადების შემდეგ ვიტოვებ უფლებას, კიდევ ერთხელ ამ თემას მივუბრუნდეთ", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner