logo_geo
eng_logo
თურქეთში სარკინიგზო კატასტროფას 10 ადამიანი ემსხვერპლა, 73 დაშავებულია
- +

8 ივლისი. 2018. 22:29

 

თურქეთის ჩრდილოეთ ნაწილში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 73 კი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

 

საინფორმაციო სააგენტო Anadolu-ის ცნობით, სამგზავრო მატარებელი კაპიკულე-სტამბოლის რეისს ახორციელებდა, როდესაც საბერძნეთის საზღვართან ახლოს ხუთი ვაგონი რელსებიდან გადავიდა.

 

კატასტროფის დროს მატარებელში 362 ადამიანი იმყოფებოდა.

 

CNN-ის თურქული ბიუროს ცნობით, ავარია დაზიანებულმა ხიდმა გამოიწვია. ამ მომენტისთვის შემთხვევის ადგილზე სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები მუშაობენ.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner