სოფი ლორენი - თეატრისა და კინოს მსახიობი და ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს - „ოსკარის" მფლობელი, აღიარებული, როგორც იტალიური კინოს საუკეთესო მსახიობი დაიბადა 1934 წლის 20 სექტემბერს იტალიაში.
ბავშვობაში იგი სილამაზით დიდად არ გამოირჩეოდა და მას თანატოლები მეტსახელად „კბილის საჩიჩქნ ჩხირსაც" კი ეძახდნენ. 15 წლის ასაკში იგი დამშვენდა, ისე, რომ ქუჩაში თვალს აყოლებდნენ. სოფი ლორენი გახდა ერთ-ერთი სიმბოლო ლამაზი ქალისა.
1950 წელს 16 წლის სოფი ლორენმა მონაწილეობა მიიღო სილამაზის კონკურსში, სადაც ჟიურში იტალიელი კინორეჟისორი კარლო პონტი იყო. მან შეამჩნია სოფის სილამაზე და თვალი ვეღარ მოაშორა ულამაზეს მსახიობს.
„მაშინვე მივხვდი, რომ ის იყო შესანიშნავი", - ამბობდა კარლო პონტი.
კარლომ კარგად იცოდა, თუ რაოდენ წარმტებული ცხოვრება ელოდა სოფის, როგორც მსახიობს.... და სწორედ მაშინ დაიწყო მათი ჯიუტი იტალიური სიყვარული.
შემდგომი 4 წლის განმავლობაში, სოფიმ კარლოს დახმარებით მონაწილეობა მიიღო 30-მდე ფილმში.
სოფის 20 წლის იუბილეზე კარლომ მას აჩუქა ძვირადღირებული ბრილიანტის ბეჭედი. აი, აქ კი, სოფი მიხვდა, რომ ეს არ იყო უბრალოდ პროდუსერისა და მსახიობის ურთიერთობა. მეტიც, ეს იყო დიდი ვნება და სიყვარული. და სოფი არ ეწინააღმდეგებოდა მის გრძნობებს. სოფი მსოფლიო ვარსკვლავი გახდა. მაგრამ თითქოს თავისი წარმატება დიდად არ ადარებდა, მისი გული მთლიანად კარლოსკენ იხრებოდა, შეყვარებულისკენ, რომელიც იტალიაში ელოდა და რომელთანაც ორმხრივი გრძნობა აკავშირებდა.
მიუხედავად ამისა, მათ ოჯახის შექმნა და შვილის ყოლა არ შეეძლოთ. რადგან კარლოს განქორწინების პროცესი საკმაოდ ხანგძლივი იყო. თუმცა სოფი არაფერს თმობდა იმისთვის, რომ კარლო მთელი ცხოვრება მის გვერდით ყოფილიყო.
როდესაც სოფის იღებდნენ ფილმში „სიამაყე და ვნება", აქ მისი პარტნიორი იყო სოფის კერპი მსახიობი კერი გრანტი. რა თქმა უნდა, ის მოხიბლული იყო სოფის მშვენიერებით, სოფის ამკობდა ყვავილებითა და ულამაზესი საჩუქრებით. მას შეეძლო, კერისთან ურთიერთობით ოქროს კარიერა კვლავ ღირსეულად გაეგრძელებინა, კარლომ იცოდა, რომ სოფის ძალიან უნდოდა ეს. როცა სოფი დადგა გადაწყვეტილების წინაშე, მან რა თქმა უნდა, კარლო არჩია. იტალიელი იურისტები ცდილობდნენ კარლოს განქორწინების მოგვარებას, და მოულოდნელად კარლო გაეყარა ცოლს და მისი მეუღლე გახდა სოფი ლორენი.
სოფის ოცნება რეალობად იქცა. ის ცხოვრობდა საყვარელ კაცთან ერთად, თუმცა მათმა ბედნიერმა ცხოვრებამ ცოტა ხანს გასტანა. ვატიკანის განცხადებით, ეს ქორწინება გაბათილებულია, რადგან კარლოს პირველმა მეუღლემ უარი თქვა გაყრაზე და საზოგადოებამ ორცოლიანი კარლო დაგმო. სოფისა და კარლოს მოუწიათ სამშობლოდან გაქცევა. მათ 10 წელი იცხოვრეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. მხოლოდ 1966 წელს გახდა სოფი კარლოს კანონიერი მეუღლე.
„მე ყველაფერი გავაკეთე სოფის სიყვარულისთვის, მე ყოველთვის მჯეროდა მისი", - ამბობდა კარლო პონტი.
როგორც ჩანს, ყველა პრობლემა უკან დარჩა, სოფიმ და კარლომ შვილის ყოლაზეც ფიქრი დაიწყეს თუმცა, ახალი პრობლემები დაატყათ თავს. პრობლემა იყო სოფი. მას არ შეეძლო მშობიარობა. სოფის რამდენჯერმე მოეშალა მუცელი, ამიტომ ექიმებმა მას 9 თვე ლოგინში გაატარებინეს, სოფისთვის იმ დროს არც ტელევიზია და არც ტელეფონი არსებობდა, სოფისთვის არ შეიძლეობდა მკვეთრი მოძრაობა, სტრესი და გაღიზიანება.
სოფის შეეძინა ვაჟი კარლო პონტ-კინი, რომელსაც სავადმყოფოდან გამოსვლის შემდგომ კვლავ იქ დაბრუნება მოუწია ჯანმრთელობის გამო. ხოლო 4 წლის შემდეგ მას შეეძინა მეორე ვაჟი - ედუარდო.
სოფი და კარლო ცხოვრობდნენ ბედნიერად თითქმის 50 წლის განმავლობაში.
2007 წელს 94 წლის ასაკში კარლო გარდაცვალა.
რამდენიმე წლის შემდეგ სოფის ერთ-ერთ ინტერვიუში ჰკითხეს, აპირებდა თუ არა იგი კვლავ გათხოვებას, რაზეც სოფიმ უპასუხა: - „არა, არასოდეს! შეუძლებელია სხვა ვინმეს შეყვარება".
„ჩვენი სიყვარული ღვთის საჩუქარი იყო". - სოფი ლორენი.