logo_geo
eng_logo
კევინ დურანტი ორი წლით „გოლდენ სტეიტში“ დარჩა
- +

8 ივლისი. 2018. 23:52

 

„გოლდენ სტეიტის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კევინ დურანტმა ახალი კონტრაქტი გააფორმა NBA-ს მოქმედ ჩემპიონთან, – იტყობინება „უორიორზის“ ოფიციალური ვებგვერდი.

 

კლუბის პოლიტიკის თანახმად, ხელშეკრულებების პირობები არ გახმოვანებულა. ადრე იტყობინებოდნენ, რომ კონტრაქტი ორწლიანი იქნება და დურანტი ჯამში 61.5 მილიონ დოლარს მიიღებს.

 

ამასთან, ფორვარდს ექნება უფლება – ერთი წლის შემდეგ გაწყვიტოს ხელშეკრულება და თავისუფალი აგენტი გახდეს.

 

კევინ დურანტი 2017-18 წლებში ფინალური სერიის MVP-ი გახდა. გასულ სეზონში ის საშუალოდ 26.4 ქულას, 6.8 მოხსნასა და 5.4 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner