არსებული ინფორმაციით, მაშველებმა ხადას ხეობაში დაკარგული 4 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს. შეგახსენებთ, რომ 6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ.
შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა მათი ძებნა იმავე დღეს, შეტყობინების შესვლისთანავე, დაიწყეს. ცოლ-ქმარი გარდაცვლილები ნახეს. თავდაპირველი ინფორმაციით, გარდაცვლილებს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდათ, თუმცა kvirispalitra.ge-ს ინფორმაციით, საქმე მკვლელობას ეხება და სამართალდამცველებმა დანაშაულში ეჭვმიტანილიც უკვე დააკავეს.