რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ ექვსი თვით გახანგრძლივებული ეკონომიკური სანქციები დღეს ოფიციალურად შევიდა ძალაში.
„2018 წლის 5 ივლისს ევროკავშირის საბჭომ რუსეთის ეკონომიკის გარკვეული სექტორების წინააღმდეგ მიმართული ეკონომიკური სანქციები 2019 წლის 31 იანვრამდე გაახანგრძლივა. გადაწყვეტილება ძალაში 9 ივლისს შედის“, - ნათქვამია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალშია.
2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ბიზნესისა და კონკრეტული პირების წინააღმდეგ რიგი ეკონომიკური სანქციები შემოიღო.