logo_geo
eng_logo
ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ 6 თვით გახანგრძლივებული სანქციები დღეს ოფიციალურად შევიდა ძალაში
- +

9 ივლისი. 2018. 11:04

 

 

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ ექვსი თვით გახანგრძლივებული ეკონომიკური სანქციები დღეს ოფიციალურად შევიდა ძალაში.

 

„2018 წლის 5 ივლისს ევროკავშირის საბჭომ რუსეთის ეკონომიკის გარკვეული სექტორების წინააღმდეგ მიმართული ეკონომიკური სანქციები 2019 წლის 31 იანვრამდე გაახანგრძლივა. გადაწყვეტილება ძალაში 9 ივლისს შედის“, - ნათქვამია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალშია.

 

2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ბიზნესისა და კონკრეტული პირების წინააღმდეგ რიგი ეკონომიკური სანქციები შემოიღო.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner