logo_geo
eng_logo
ხადას ხეობაში მკვლელობის ბრალდებით სავარაუდოდ ერთ პირია დაკავებული
- +

9 ივლისი. 2018. 11:43

 

 

დუშეთის გამგებლის ზურაბ სეხნიაშვილის განცხადებით, ხადას ხეობაში საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ორი პირის და მათი 4 წლის შვილის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული.

 

როგორც სეხნიაშვილმა პირველ არხს განუცხადა, რამდენიმედღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, ოთხი წლის ბავშვის ცხედარი ხეობაში, ჩანჩქერთან ახლოს იპოვეს.

 

გამგებლის განცხადებით, ადგილი, სადაც ცხედარი იქნა აღმოჩენილი, შესაბამის სამსახურებს სავარაუდო დამნაშავემ მიუთითა, რომელიც, მისი ინფორმაციით, დაკავებულია.

 

საუბარია ახალგაზრდა მწყემსზე.

 

მცირეწლოვანის ცხედარი ხეობაში დღეს იპოვეს. ბავშვის მშობლების ცხედრები კი  რამდენიმე დღის წინ ნახეს.

 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

 

ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს ორმაგი მოქალაქის სტატუსი ჰქონდათ მინიჭებული და რამდენიმე წელია, რაც საქართველოში, მარნეულში ცხოვრობდნენ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner