logo_geo
eng_logo
ხადას ხეობაში ამერიკელი ოჯახის მკვლელობის საქმეზე შსს-ში განცხადება გაკეთდება
- +

9 ივლისი. 2018. 13:14

 

 

ხადას ხეობაში ამერიკელი ოჯახის მკვლელობის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში განცხადება გაკეთდება. ბრიფინგი უწყებაში 14:00 საათზე ჩაინიშნა.

 

შეგახსენებთ, 6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ. შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა მათი ძებნა იმავე დღეს, შეტყობინების შესვლისთანავე დაიწყეს. ცოლ-ქმარი გარდაცვლილები ნახეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილებს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდათ, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, საქმე მკვლელობას ეხება და სამართალდამცველებმა დანაშაულში ეჭვმიტანილი, რომელიც მწყემსია, უკვე დააკავეს. 4 წლის ბავშვი დამარხული იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მწყემსმა თავად აჩვენა მაშველებს ადგილი, სადაც ბავშვის ცხედარი ჰქონდა გადამალული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner