logo_geo
eng_logo
ვახტანგ ძაბირაძე: ნაციონალები დროში არიან აცდენილები!
- +

7 მაისი. 2016. 20:22



ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ for.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ნაციონალები უბრალოდ, დროში არიან აცდენილები და რატომღაც ჰგონიათ, რომ 2016-შიც შეუძლიათ გააკეთონ ის, რაც 2003-ში შეძლეს.



კითხვაზე - ბოლო პერიოდში სხვადასხვა წყაროები ხშირად გამოთქვამენ ვარაუდს, რომ შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობა" ემზადებოდეს რევოლუციური სცენარისთვის. რამდენად არსებობს ფონი და საფუძველი, რომ ნაციონალებმა ასეთი სცენარის განხორციელება მოახერხონ, ძაბირაძემ განაცხადა, რომ ძალიან უნდა ეცადოს „ქართული ოცნება", რომ ნაციონალებმა ამის გაკეთება შეძლონ. საკმაოდ თვალნათელი უნდა იყოს, რომ არჩევნები გაყალბდა და ა.შ. რომ ეს სცენარი განვითარდეს. თუმცა, მისი თქმით, ეჭვი ეპარება, რომ ნაციონალები ამას შეძლებენ.



მცდელობა შეიძლება იყოს, მაგრამ რეალიზება ვერ მოხერხდება, საზოგადოება დღეს ამისთვის მზად არ არის. საზოგადოება გულაცრუებულია, დავუშვათ, „ქართულ ოცნებაზე", მისი რეიტინგი დღეს ისეთი აღარ არის, როგორც 2012-ში იყო - საკმაო გულგატეხილობაა, მაგრამ საზოგადოებისთვისქართული ოცნება" იმდენად მიუღებელი არ არის, რომ ქუჩაში გამოვიდეს და რევოლუციურ გადატრიალებაში მიიღოს მონაწილეობა, მით უმეტეს, ნაციონალური დროშის ქვეშ. მგონი, ნაციონალები უბრალოდ, დროში არიან აცდენილები და რატომღაც ჰგონიათ, რომ 2016-შიც შეუძლიათ გააკეთონ ის, რაც 2003-ში შეძლეს.

 

აბსოლუტურად განსხვავებული პოლიტიკური ვითარებაა და აბსოლუტურად განსხვავებულია მოსახლეობის უმრავლესობის დამოკიდებულება თავად ნაციონალების მიმართ, როგორც არ უნდა შეცვალონ საარჩევნო სია და რამდენი ახალი სახეც არ უნდა ჰყავდეთ.

 

უფრო მგონია, რომ პრობლემები იქნება საარჩევნო პერიოდში და არა არჩევნების შემდეგ - ვგულისხმობ არჩევნების შემდგომ პერიოდს, ვიდრე ახალი პარლამენტის ცნობის საკითხი იქნება განხილული. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომქართული ოცნება" თუ ის კარდინალურად არ შეცვლის როგორც სტრატეგიას ასევე ბევრ სხვა რამეს (იგივე, არჩევნების დროს - საარჩევნო სიას და ..), 4 წელი მშვიდად შეუძლია იყოს.

 

იწყება მძიმე პერიოდი და ეს პერიოდი რამდენად სტაბილური იქნება დამოკიდებული არის პირდაპირპროპორციულად არჩევნებზე რა რაოდენობის ხალხი მივა. ანუ თუ 60-70%-მა მიიღო მონაწილეობა ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური სტაბილურობა გვექნება, მაგრამ თუ ამომრჩევლის მცირე რაოდენობა მივა არჩევნებზე, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლების პოლიტიკური სტაბილურობა ამ 4 წლის განმავლობაში მუდამ იქნება კითხვის ნიშნის ქვეშ." - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner